უცხოური მედია

რუსეთთან მოლაპარაკებები ახლა ომის გაყინვას ნიშნავს – ზელენსკი

უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ახლა დაწყება გამოიწვევს ომის გაყინვას. დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა

„დღეს მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დაშვება ახლა, როდესაც ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა, ომის ტკივილისა და ტანჯვის გაყინვას ნიშნავს“, – აღნიშნა სახელმწიფო მეთაურმა.

მისი თქმით, აგრესორი ქვეყანა კარგა ხანს ცდილობდა მინსკის შეთანხმებების დახმარებით მოეტყუებინა მთელი მსოფლიო და ახლა მხოლოდ მოტყუების ძველ პრიმიტიულ ტაქტიკას უნდა დაუბრუნდეს.

„უკრაინის მოტყუება ნამდვილად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: ჩვენ გვჭირდება რეალური მშვიდობა და ამიტომ რუსული ჯარების რეალური გაყვანა ჩვენი დამოუკიდებელი მიწიდან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,039 ნახვა