უცხოური მედია

დიმიტრი პესკოვი – „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას არანაირი შანსი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას არანაირი შანსი არ აქვს, რადგან ამის დაპირება არასდროს გაკეთებულა.

„აქ რაიმე საბოლოო გადაწყვეტილების პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ თუ ვიმსჯელებთ იმით, რაც გვაქვს, ამ გარიგების გახანგრძლივებას არანაირი შანსი არ აქვს“, – აღნიშნა პესკოვმა.

პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ გარიგება გულისხმობს საქმეს და ამ საქმის მხოლოდ ნაწილი გაკეთდა, ხოლო მეორე ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხებოდა, არასდროს შესრულებულა.

პესკოვის თქმით, რუსეთმა რამდენჯერმე გამოიჩინა კეთილგანწყობა, წავიდა დათმობაზე და გაახანგრძლივა გარიგება.

„ამიტომ, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რაც ახლა გვაქვს, მაშინ არ არის პერსპექტივა, არ არსებობს გარიგების გახანგრძლივების საფუძველი, რადგან აქამდე რასაც დაგვპირდნენ, არ შესრულდა“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა,რომ დასავლეთის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ მოატყუეს რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებაში“ და მოსკოვი ფიქრობს, როგორ გამოვიდეს ამ შეთანხმებიდან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,924 ნახვა