პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ინციდენტში, სამიდან ორი ახალგაზრდა, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო – რა გამოდის, უცხო უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, პროვოკაციას თსუ-ს ლექტორს უწყობენ და თან გადადგომას თხოვენ?

პატივცემულო ჟურნალისტებო, სანამ სათაურებს გამოაცხობთ, სიახლეს გააშუქებთ და მერე “გააბუქებთ” ფაქტს, რომ სტუდენტთა ნაწილი ლექტორის გადადგომას ითხოვს, იქნებ ჯერ გაგერკვიათ სადაური წარმომავლობის სტუდენტები არიან ეგ პროტესტანტები? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი კობახიძის ლექციის დაწყებამდე მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამი პირიდან ორი, კერძო უნივერსიტეტის სტუდენტია. ქადაგიძის თქმით, თსუ-ის ლექტორს პროვოკაციას სხვა უნივერსიტეტის სტუდენტები უწყობენ, ხოლო ირაკლი კობახიძის სტუდენტებად მათი მოხსენიება „მდარე ხარისხის ფეიკია“.

„ფილმში “ყველაზე სწრაფები მსოფლიოში”, ერთი გმირი ეუბნება მეორეს – შენ არ იცი მარკოზა, არსებობს უხეო ტყეებიო… ჰო და, პატივცემულო ჟურნალისტებო, სანამ სათაურებს გამოაცხობთ, სიახლეს გააშუქებთ და მერე “გააბუქებთ” ფაქტს, რომ სტუდენტთა ნაწილი ლექტორის გადადგომას ითხოვს, იქნებ ჯერ გაგერკვიათ სადაური წარმომავლობის სტუდენტები არიან ეგ პროტესტანტები? ინციდენტში, 3 ადამიანიდან 2 ახალგაზრდა კერძო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ანუ რა გამოდის,რომ უცხო უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, პროვოკაციას თსუ-ს ლექტორს უწყობენ და თან გადადგომას თხოვენ? ნუ, თუ უხეო ტყეები არსებობს, არც ეგაა გასაკვირი, უბრალოდ ძალიან მდარე ხარისხის “ფეიკებს” აცხობთ და ცოტა ტეხავს “ჭეშმარიტების აპოლოგეტო მედია-ცეხავიკებო”…“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,018 ნახვა