პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს: ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს

“ღამურა” რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი, – ასე მიმართავს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს.

როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის წლების წინ მიხვდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი “შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში” გადავიდა, ამის დასადასტურებლად კი, 2013 წელს დაწერილ პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილმა ძალაუფლება ვერასდროს დაიბრუნოს.

“Mikheil Saakashvili ასე აგიხდეს ყველაფერი კარგი. ღამურა რომ კარგად გესწავლა ბავშვობაში და საკუთარ თავზე შავრაზმულ რეაქციად არ გადაქცეულიყავი, ასეთ სამარცხვინო დღეში არ იქნებოდი. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენნაირმა მოღალატემ ძალაუფლება ვერასოდეს დაიბრუნოს. სქრინი შემხვდა მემორიში და არ შემეძლო არ შემეხსენებინა, როდის მივხვდი რომ შეუქცევადი დეგრადაციის სტადიაში გადახვედი.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,889 ნახვა