საზოგადოება

დედაენის ბაღის მიმდებარედ მოძრაობა დროებით შეიზღუდება

უეფას 21 წლამდე ევროპის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 20 ივნისს სკუდიერის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„კერძოდ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება 17:00-დან 22:00 საათამდე ორმხრივად აიკრძალება.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოძრავი ავტომობილები 9 მარტის ბაღიდან მარჯვნივ მოხვევით, მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილდებიან, შემდეგ კი მოძრაობას იტალიისა და ათონელის ქუჩების საშუალებით გააგრძელებენ“, – აცხადებენ მერიაში. 

მათივე ცნობით, შეზღუდვის დროს აღნიშნული მარშრუტით იმოძრავებს, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და შოთა რუსთაველის გამზირისკენ, ისე ზაარბრიუკენის მოედნისკენ მიმავალი ტრანსპორტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,018 ნახვა