პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა – იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს

პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს სალომე ზურაბიშვილს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქთან შეხვედრა მოინდომოს, შემდეგ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს და ეს გადაწყვეტილება პატრიარქზე გადაანაწილოს.“

„ეს თუ ასეა ძალიან მძიმე გათვლასთან უნდა გვქონდეს საქმე. იმედია, ასე არ თვლის ყველაფერს სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, პატრიარქზე რაიმე გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილება პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა. იმედია, ასეთი განზრახვა არ აქვს. ეს მე არ ვიცი,“ – აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,917 ნახვა