პოლიტიკა

მაიკ პენსი: თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყანაში შეიჭრება

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, რუსეთთან ბრძოლა ამერიკელ სამხედროებს მოუწევთ, ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა მაიკ პენსმა განაცხადა.

„თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ჩემი მოლოდინია, რომ ძალიან მალე რუსული არმია შეიჭრება ნატოს- წევრ , ამერიკის მოკავშირე  ქვეყანაში და ჩვენს მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც ფორმა აცვიათ, მოუწევთ ომი“,-განუცხადა მაიკ პენსმა NBC-ს.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთი ქვეყნები შეიძლება იყოს პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია ან ლიეტუვა.

პენსს მიაჩნია, რომ „ვაშინგტონი უნდა დაეხმაროს უშიშარ უკრაინელ მებრძოლებს და მიაწოდოს აუცილებელი რესურსები- თან იმაზე სწრაფად, ვიდრე ამას ბაიდენი აკეთებს“.

მისივე თქმით, ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალიან ნელა მოქმედებს, რადგან უკრაინას იანვარში დაპირებული ტანკები Abrams და თვითმფრინავები ამ დრომდე არ მიუღია. 

პენსი აცხადებს, რომ ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ უკრაინის მოგება ამერიკის ინტერესებშია. და საქმე ეხება არა დემოკრატიასთან დაკავშირებულ მიზნებს, როგორც ამას ბაიდენი აცხადებს.

64 წლის მაიკ პენსს ტრამპის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეჭირა. ივნისში მან საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,887 ნახვა