უცხოური მედია

უკრაინაში ბატალიონი „შტორმი“ გაანადგურეს, სადაც ცხინვალელი ოსები იბრძოდნენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბატალიონი„ შტორმი“ გაანადგურეს, რომელიც ცხინვალელი ოსებით იყო დაკომპლექტებული. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

დაიღუპა ბატალიონის მეთაურის მოადგილე ტეხოვ აივენგო. ეს ფაქტი ზაპოროჟიეს ოლქში დასახლება პიატიხატკისთან მოხდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელებმა ბატალიონი ალყაში მოაქციეს და დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ ოსური ბატალიონი პრაქტიკულად მთლიანად განადგურებული იყო.

რუსი სამხედრო კორესპონდენტები ამ ფაქტით აღშფოთებას გამოთქვამენ და კითხულობენ, თუ რატომ არ მიიღო ამ ბატალიონმა არტილერიის და ავიაციის დახმარება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა დასახლება პიატიხატკი აიღეს, 18 ივნისს გავრცელდა. ამ დასახლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც აქედან გზა იხსნება მელიტოპოლისა და ბერდიანსკისკენ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,918 ნახვა