უცხოური მედია

დაკარგულ წყალქვეშა ნავში, რომელიც  „ტიტანიკის“ მოსანახულებლად ტურისტებს ემსახურებოდა, მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი იმყოფება

ატლანტის ოკეანეში დაიკარგა წყალქვეშა ნავი, რომელიც ტურისეტბს ემსახურებოდა ჩაძირული „ტიტანიკის“ მოსანახულებლად. დაწყებულია სამაშველო სამუშაოები.

ბოსტონის სანაპირო დაცვა ადასტურებს, რომ წყალქვეშა ნავს მაშველები ეძებენ. ბორტზე 5 ადამიანი იმყოფებოდა – პილოტი, გიდი და სამი ტურისტი. მათ შორის არიან მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, ასევე სკოტონ რაში- იმ კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც წყალქვეშა ნავს ფლობს. 

„ჩვენი მთელი ყურადღება მიპყრობილია ეკიპაჟის წევრებისა და ტურისტების ოჯახებისკენ“,-ნათქვამია კომპანია OceanGate Expeditions-ის განცხადებაში, რომელსაც დაკარგული ხომალდი ეკუთვნის.

მათივე თქმით, სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას იღებს რამდენიმე სახელმწიფო და კერძო კომპანია. 

ამერიკის სანაპირო დაცვამ ტვიტერზე გაავრცელა ცნობა, რომ წყალქვეშა ნავთან კონტაქტი 1 დღე-ღამის განმავლობაში აღარ ჰქონიათ. ორშაბათს , დილით გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდზე 70-96 საათის სამყოფი ჟანგბადია დარჩენილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,039 ნახვა