პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი – თავი რომ დავანებოთ რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს ეხმიანება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა ამერიკული კომპანია Hornady-სგან ასობით ათასი ტყვია-წამალი შეიძინეს.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, თავი რომ დავანებოთ რუსეთისგან ენერგო პროდუქტების კვლავ შესყიდვებს და რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ .

„რამდენჯერმე ადგილობრივი რადიკალების და უცხოელი “კეთილისმსურველების” მიერ საქართველოს მიერ შავი ხვრელების გამოყენებით რუსეთისთვის დახმარების შესახებ გაჟღერდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთი ფაქტი თუ მტკიცებულება ამის შესახებ არათუ არ დაიდო, არამედ მინიშნებითაც კი ვერ გვითხრეს. ამავდროულად, თავი რომ დავანებოთ რუსეთისგან ენერგოპროდუქტების კვლავ შესყიდვებს და რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ. რა ქვია ამას, როდესაც ჩვენ მართლაც ნოტაციებს გვიკითხავენ და რუსეთს თან ეომებიან, თან სანქციებს უწესებენ, მაგრამ ღია თუ ფარულ ვაჭრობას არ ერიდებიან“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,925 ნახვა