პოლიტიკა

„ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ გამოსარჩლება არავის უცდია“,- ლევან ბერძენიშვილს ვაკეში კვერცხი ესროლეს

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს თავს და­ესხნენ. რო­გორც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­ი აცხადებს, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც ის ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ქუ­ჩა­ში გა­ვი­და.

მი­სი­ვე თქმით, თავს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ეს­ხა, რო­მელ­მაც მი­მარ­თა სი­ტყვით “მო­ღა­ლა­ტე“ და კვერ­ცხი ეს­რო­ლა.

“ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­მო­ვე­დი, ლექ­ცი­ი­დან, მივ­დი­ო­დი მან­ქა­ნის­კენ. ქუ­ჩა­ში შემ­ხვდა მო­ქა­ლა­ქე, და­ახ­ლო­ე­ბით, “პიქ­სე­ლის“ შე­ნო­ბას­თან. მან და­ი­წყო ჩემი მი­სა­მარ­თით – “მო­ღა­ლა­ტე“, “ერეკ­ლე“, შენი დედა და ა.შ. რო­გორც ჩანს, მისი ამო­ცა­ნა იყო, წყო­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე – მეტ-ნაკ­ლე­ბად წარ­მა­ტე­ბუ­ლად.

მე, რა თქმა უნდა, დედა არ მი­გი­ნე­ბია. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჯი­ბი­დან კვერ­ცხი ამო­ი­ღო. ჩვენ­თან, რო­გორც ჩანს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ასე და­დი­ან, კვერ­ცხით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­წი­ლი იმ პროგ­რა­მი­სა, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს – ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი – მე ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი და ეს დე­ბი­ლი, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი, ვი­ღაც ამე­ბა, ეს კოს­ტა­ვა, რო­მე­ლიც მო­მიგ­ზავ­ნეს, სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტი და მცვე­ლია?! ეს მოს­წონს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. ზუს­ტად მისი პორ­ტრე­ტი იყო – წვე­რე­ბი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ლექ­სი­კა ისე­თი ჰქონ­და, რო­გორც ივა­ნიშ­ვილს აქვს, წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი. მო­საგ­ზავ­ნიც აღარ ჰყავთ ისე­თი, რომ გა­მარ­თუ­ლად დედა მა­ინც შე­გა­გი­ნოს. ეს იყო ახალ­გაზ­რდა, წვე­რე­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცი (სი­ტყვა მა­მა­კა­ცი არ უხ­დე­ბა, მაგ­რამ რა­ცაა). რა თქმა უნდა, წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი იყო, აბა, კვერ­ცხით ვინ და­დის? ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამას იღებ­დნენ, გა­მო­სარ­ჩლე­ბა არა­ვის უც­დია. ჩემი სტუ­დენ­ტი ჩა­ე­რია და იმან ცოტა დის­ტან­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თა. გა­მო­წე­ვა იყო, უნ­დო­და [ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა], მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა“, – გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,925 ნახვა