პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ყვარლის, ლაგოდეხის და გურჯაანის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში გრძელდება.

ყვარელში, ლაგოდეხსა და გურჯაანში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს. ყვარლის ორგანიზაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი უხელმძღვანელებს; ლაგოდეხის ორგანიზაციას – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ივანე (ბაჩო) ხაჩიძე; გურჯაანის ორგანიზაციას – გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი. შაბათს პარტიული კონფერენციები გაიმართება დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,890 ნახვა