პოლიტიკა

გია ვოლსკი პრეზიდენტზე: ეთქვა, რომ ეს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელს გვიშლის, მაგრამ იცოდეთ რეალობა. ხომ კარგად იცის, რა არის რეალობა

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება [ნიკა გვარამიას შეწყალება] საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, – ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

ვოლსკის თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით არ აპირებს ახსნა-განმარტებას, ნიშნავს, რომ საზოგადოებას პრეზიდენტი არაფრად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება [ნიკა გვარამიას შეწყალება] საკმაოდ მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე. საზოგადოებას ეს ვერაფერს დააკლებს, მაგრამ განცდა ამ შესაძლო კონსპირაციის, თითქოს შუალედურ შეფასებაში ეწერა, რომ მედია გარემოა მძიმე და იმავე დღეს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუხსნელად, უსამართლობის განცდას ტოვებს საზოგადოების დიდ ნაწილში, იმიტომ რომ დანაშაული რეალურად ჩადენილია.

ასეთ ვითარებაში, არც გამოდიხარ, არც ხსნი და საზოგადოებას არაფრად მიიჩნევ. მასად მიიჩნევ, რომელმაც უნდა გაიგოს და უნდა არ გაიგოს – დამამცირებელი პოზიციაა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების გადაწყვეტილება არ არის ევროპული მომავლისთვის მხარდამჭერი გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, ელოდა სალომე ზურაბიშვილისგან მსგავს გადაწყვეტილებას, მაგრამ არა ამ ფორმით.

„ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ „რუსთავი 2-“ , რომელსაც კონკრეტული პირი ხელმძღვანელობდა, ძალით იყო მიტაცებული.

როდესაც რეალობისგან მოწყვეტილ განცხადებას აკეთებ და სახელმწიფოს მიმართ ასეთ განცხადებას კადრულობ (როგორიც 26 მაისს გავიგონეთ), შემდეგ ეროვნულ ბანკზე, ამის მერე ეს ეჭვი არსებობდა ყოველთვის, მაგრამ ამ ფორმით, ვერ დავუშვებდი. ეთქვა, რომ ეს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელს გვიშლის, მაგრამ იცოდეთ რეალობა. თვითონაც ხომ კარგად იცის, რა არის რეალობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

პირველი ვიცე-სპიკერის სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკავშირებს ევროკომისიის დღევანდელ ზეპირ ანგარიშს.

„არ შეიძლება ასეთი დამთხვევა, როდესაც კეთდება შუალედური განცხადება, გამოდის ევროკომისარი, საუბრობს იმაზე, რომ ბევრი რამ გაკეთებულია და ერთი, რომელიც ეხება მედია გარემოს, შეუსრულებელია და იმავე საღამოს გადაწყვეტილება არის მიღებული ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია დღეს იქნა შესრულებული სალომე ზურაბიშვილის მიერ“,- განაცხადა ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,888 ნახვა