პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: რა არ მოიფიქრეს, შანტაჟი, პროვოკაციები, მაგრამ ამ კაცს ვერ ერევიან. ისევ გამართლდა ივანიშვილი, ბერმუნდის სასამართლომ თანხის გადახდა ისევ შვეიცარიის უკვე სახელგატეხილ ბანკს, Credit Suisse-ს დააკისრა

“რა არ მოიფიქრეს, ვინ არ ჩაერია, რა შანტაჟი, რა პროვოკაციები, რა სახელმწიფოები, მაგრამ ამ კაცს ვერ ერევიან. ისევ გამართლდა ბიძინა ივანიშვილი”- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ. ნიკოლეიშვილის თქმით, როგორ და რატომ ხდება ასე? მიზეზი ის არის, რომ ეს კაცი მართალი გახლავთ. “რა არ მოიფიქრეს, ვინ არ ჩაერია, რა შანტაჟი, რა პროვოკაციები, რა სახელმწიფოები, მაგრამ ამ კაცს ვერ ერევიან. ისევ გამართლდა ბიძინა ივანიშვილი, ისევ მის სასარგებლოდ გადაწყდა საქმე-ბერმუნდის სასამართლომ თანხის გადახდა ისევ შვეიცარიის უკვე ძალიან სახელგატეხილ და შერცხვენილ ბანკს Credit Suisse-ს დააკისრა. როგორ და რატომ ხდება ასე? მიზეზი კი ის არის, რომ ეს კაცი მართალი გახლავთ, თან იმდენი სიკეთე და ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რომ როგორც ჩანს ღვთის წყალობა და მფარველობაც არ აკლია!”-წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,925 ნახვა