პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – სანამ ლაზარე გრიგორიადისის მამა იტყოდა, რომ მისი შვილი გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს, ამას ჩვენ ვამბობდით – ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ცხადია

ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ცხადია და ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისის მამაც აღიარებს ამას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ადამიანები რაც უფრო მეტს ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა დგას ამ დესტრუქციული ქმედებების უკან, მათთვის უკეთესი იქნება.

„სანამ ლაზარე გრიგორიადისის მამა იტყოდა, რომ მისი შვილი გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიყენეს, ამას ჩვენ ვამბობდით. იმ დღეს მართლა იყო ჯგუფები, რომლებიც მსგავსი დესტრუქციისთვის ამწიფებენ და ამზადებენ მდგომარეობას, შემდეგ ადამიანები სხვადასხვა ტრენინგებზე დაჰყავთ.

გამოჩნდა ის, თუ რა იგეგმება ასეთ სემინარებზე – რევოლუციები და იარაღის ტრიალი. ამის შედეგი იყო ის, რომ საბოლოო ჯამში, ვიღაცამ ადამიანს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა. ის, რომ დესტრუქცია ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მომდინარეობს, ეს ცხადია და ჩანს, რომ ამ შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისის მამაც აღიარებს ამას. რაც უფრო მეტს ისაუბრებენ იმაზე, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ აორგანიზებდა პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას, ფანჯრების ჩამსხვრევას, “მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებას, მათთვის ეს უკეთესი იქნება“, – აღნიშნა 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,925 ნახვა