პოლიტიკა

პუტინმა „ვაგნერის“ ქმედებას ზურგში დანის ჩარტყმა უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქმედება ზურგში დანის ჩარტყმას შეადარა და პირველი მსოფლიო ომის მოვლენები გაიხსენა. ამის შესახებ ცნობილი ხდება ტელეგრამ-არხზე მისი მიმართვის ტრანსლაციაში.

„ქმედებები, რომელიც ჩვენს ერთობას აზიანებს- ეს არის საკუთარი ხალხის, მებრძოლების ღალატი, რომლებიც იბრძვიან ფრონტზე. ეს არის ზურგში დანის დარტყმა ჩვენის ქვეყნის და ჩვენი ხალხისთვის “,-განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ამბოხის ყველა ორგანიზატორი და მონაწილე უმკაცრესად დაისჯება. 

„ყველა, ვინც ღალატის, შანტაჟის, ტერორისტული მეთოდების გზას დაადგა, სასტიკად დაისჯება და პასუხს აგებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,018 ნახვა