პოლიტიკა

ევგენი პრიგოჟინის სამხედრო ფორმირებამ როსტოვი აიღო

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი , რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას აუმხედრდა და მოსკოვისკენ მიიწევს, ამტკიცებს, რომ კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი, კერძოდ აეროდრომი.

ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, დაკავებულია შტაბის შენობა.

პრიგოჟინთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხი აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან იუნუს-ბეკ ევკუროვთან და გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ვლადიმერ ალექსეევთან „აწარმოებს მოლაპარაკებებს“ და აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანიამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოაგდო.

„როსტოვში გენშტაბის უფროსის და შოიგუს მისაღებად მოვედით. სანამ ისინი აქ არ ჩამოვლენ, ჩვენ გავაგრძელებთ ქალაქის ბლოკირებას და წავალთ მოსკოვზე”, – აცხადებს პრიგოჟინი.

მანამდე, რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი” ავრცელებდა ინფორმაციას, რომ როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბთან სამხედრო ბკოლპოსტები აღმართეს. გამოცემის ცნობით, ბლოკპოსტებზე სამხედრო მოსამსახურეები და სამართლამდამცავი ორგანოების თანამშრომლები დგანან. შტაბთან მიმდებარე ქუჩებზე სამხედროების პოსტებია აღმართული, პოლიციის მანქანები და ჯავშანტექნიკა დგას. ასევე, გამოცემის ინფორმაციით, როსტოვის დასავლეთ ნაწილში ავიაციის ხმა ისმოდა.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ მეთაურის, ევგენი პრიგოჟინის მეთაურის პრეს-სამსახურმა, 23 ივნისს, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მეომრების პოზიციებზე, ზურგში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. პასუხისმგებლობა აუდიო-მიმართვაში პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დააკისრა. პასუხად, თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ეს „საინფორმაციო პროვოკაციაა“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,891 ნახვა