Uncategorized

„დარიალზე“ მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება არც საქართველოში შემოსვლის და არც ქვეყნიდან გასვლის მხრივ – დავით ფხალაძე

24 ივნისის საღამოს მდგომარეობით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ ვითარება არ შეცვლილა, იმავენაირი მდგომარეობაა, როგორც იყო გუშინ, გუშინწინ და ბოლო კვირებში, – ამის შესახებ შსს-ს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა დავით ფხალაძემ ჟურნალისტებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „დარიალთან“ განუცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან კონტროლს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ 24 ივნისის საღამოს მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ დარიალზე ვითარება არ შეცვლილა, იმავენაირი მდგომარეობაა, როგორც იყო გუშინ, გუშინწინ და ბოლო კვირებში. მგზავრთა ნაკადის მატება არ შეინიშნება არც საქართველოში შემოსვლის და არც საქართველოდან გასვლის მიმართულებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ. კონტროლი არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს. სტანდარტულად მოწმდება ყველა, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა დავით ფხალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,966 ნახვა