უცხოური მედია

პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა

სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის მიმართ აღიძრა, შეწყდა,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

პესკოვის თქმით, პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრება, თუმცა არ იცის, ამჟამად სად იმყოფება ბიზნესმენი.

საღამოს, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსეი ლუკაშენკოს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ პრიგოჟინი დათანხმდა მის წინადადებას რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ მსვლელობისა და სიტუაციის ესკალაციის შეწყვეტაზე. ასევე, ნათქვამია, რომ „მაგიდაზე დაიდო სიტუაციის განეიტრალების მისაღები და მომგებიანი ვარიანტი“.

ამის შემდეგ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი კოლონა საველე ბანაკში ბრუნდება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,918 ნახვა