პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: ვერ ვარ ხუხაშვილივით პროგნოზისტი, მაგრამ 80%_ ით მაინც მივუახლოვდი შედეგს!

არა რაა… ვერ ვარ ხუხაშვილივით პროგნოზისტი, მაგრამ… ნუ, 80%_ ით მაინც მივუახლოვდი შედეგს!

პრიგოჟინის პოლიტიკურ- კომერციულ- იდიოტური “ მარშ ბრასოკი” დასრულდა.

1. მილიარდელმა სამხედრო პოვარმა ბალასტად ქცეული “ ვაგნერი” ჩამოიცილა.

2. კბილებამდე შეიარაღებული კერძო სამხედრო კომერციული სტრუქტურა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდა. გზად კი, ნახევარზე მეტმა მებრძოლმა ხელშეკრულება გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და როსგვარდიის დაქვემდებარებაში გადავიდა. ახლა, პრიგოჟინს აღარ მოუწევს მათი კვება, ჩაცმა- დახურვა და კოლოსალური ხელფასის გადახდა ყოველ თვე.

ბალასტი ჩკა!

3. თავად შეფ-პოვარი ციხეში არა ( როგორც ვწერდი), მაგრამ ბელორუსში გადაბარგდა ბაწკასთან! ესეც, ალბათ, დროებით!

4. პრიგოჟინის შეუფერხებელი სვლა დედაქალაქისკენ და წითელ მოედანზე დაგეგმილი, “ ტარჟესტვენნად” სამხედრო ელიტის გადატრიალება, უფრო სწორედ, გენეტიკურად რუსი მხედართმთავრების “ ვლასტის” დასასრული როსტოვ ნა დანუზე დასრულდა საკმაოდ მძიმე შედეგით. “ ვაგნერელების” აგრესიულმა კრიმინალებმა 7 საჰაერო ხომალდი ჩამოაგდეს და 15 რუსი პილოტის სიციცხლე დაასრულეს.

Это уже не шутки! Это уже не перформанс!

5. ლუკაშენკოს მოლაპარაკებები იყო გადამწყვეტი ფაქტორი თუ საკუთარი თანამებრძოლების სისხლში ხელების დასვრა და 25000 მებრძოლის, თავისი შეფ-პოვარიანად ლიკვიდაციის შეუქცევადი პროცესის დაწყების გარდაუალობა, ფაქტია, რომ პუტინიც არსად გაქცეულა, ასობით ხელისუფლების დამხობის მსურველიც გამოვლინდა და ЧВК – კერძო სამხედრო კომპანიების პრობლემაც მოაგვარეს ” გენეტიკურად რუსებმა”!

P.S.

კიდევ ერთხელ ჩემი ნდობა და პატივისცემა ჩვენი სამშობლოს ხელოსუფალთ! გონიერი, დინჯი, პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯებისთვის!“,-წერს ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,018 ნახვა