საგარეო პოლიტიკა

თუ ბელორუსია ევგენი პრიგოჟინს მიიღებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება – გიტანას ნაუსედა

თუ ბელორუსია „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს მიიღებს, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დასჭირდება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა

„თუ პრიგოჟინი ან „ვაგნერის“ ჯგუფის ნაწილი ბელორუსიაში აღმოჩნდება გაურკვეველი გეგმებითა და გაურკვეველი განზრახვებით, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოება“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედამ დასძინა, რომ ლიეტუვა უფრო მეტ სადაზვერვო შესაძლებლობებს დაუთმობს „ბელარუსის პოლიტიკური და უსაფრთხოების ასპექტების“ შეფასებას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,888 ნახვა