პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები გუშინ რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში – საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს ყველაფერი და შეაფასოს ოპოზიციის სახე

გუშინ, ყველამ ვნახეთ ამჩატებული ოპოზიცია, ესენი იყვნენ: ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთში განვითარებული მოვლენების პარალელურად, ქართული ოპოზიციური სპექტრის რეაქციის შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტული ფეისბუქ-პოსტებით დასტურდება. მისივე თქმით, მარტივი წარმოსადგენია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში და რამდენად ცუდ შედეგებს მოუტანდა ეს ქვეყანას. “როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გააანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. გუშინ, მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე,

პირდაპირი მოწოდებები იყო მეორე ფრონტთან დაკავშირებით – ეს არის რეალურად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები გუშინ რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, გააანალიზოს ყველაფერი, მათ შორის, შეაფასოს ამ ოპოზიციის სახე. პირდაპირი მოწოდებები [მეორე ფრონტის გახსნაზე] შეგვიძლია ამოვიღოთ კონკრეტული ფეისბუქ პოსტები, განცხადებები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან კავშირში, რომელიც გუშინ წარიმართებოდა. იყო მთელი რიგი განცხადებები, რომლებშიც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე – ეს არის ამ ადამიანების სახე. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ მათი მიზანია ქვეყნის ომში გახვევა, მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში , ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც გულში ინახავდნენ ამდენი ხნის განმავლობაში.”  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,889 ნახვა