სამართალი

ადვოკატი – სერგო შუბითიძეზე არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი – ბავშვურად მოუვიდა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა არ განხორციელებულა.

მისი თქმით, სინამდვილეში შუბითიძეს მონაწილეობა მიღებული აქვს საგამოძიებო საქმიანობაში. ასევე, მან დალუქა ტელეფონი, მაგრამ სხვისი ტელეფონი და არა თამარ ბაჩალიაშვილის.

„არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი. მიმაჩნია, რომ ეს საქმე ასეც არ უნდა წარმართულიყო. პასუხისგებაშიც არ უნდა მიეცათ, ბავშვურად მოუვიდა.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეეშალა, ადამიანები მიდრეკილები ვართ გადაცდომისკენ. ჩვეულებრივი ადამიანია და შეეშალა.

დღეს ერთად გავიარეთ, მოწმე ერეკლე კერესელიძის გამოკითხვის ტომი და მანდ მიხვდა, რომ შეეშალა: „ვაიმე, შემეშალა“ – ასეთი რამ თქვა. „მე კი ამოვიღე ტელეფონი, მაგრამ არა ბაჩალიაშვილის ტელეფონი“, – აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა ბრალდებული ქვეყნის დატოვებას, ადვოკატი პასხუხობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყნის დატოვებას დროებით აპირებდა.

„საზღვარგარეთ ჰყავს დედა, რომელიც მუშაობს. უბრალოდ დედასთან მიდიოდა და უნდა დაესვენა რამდენიმე დღე“, – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიება უნდა გაიცეს, მაგრამ უფრო მსუბუქი ღონისძიების სახით.

„არ ველოდი დაკავებას. შესაძლებელი იყო უფრო ჰუმანურად მიდგომოდნენ ამ კონკრეტულ პიროვნებას, რომელმაც 20 წელი გამოძიებაში გაატარა.

არ დავეთანხმები პროკურატურას, აღკვეთის ღონისძიება უნდა გაიცეს, მაგრამ უფრო მსუბუქი ღონისძიების სახით. არ შეიძლება მაინცდამაინც პატიმრობა. 5 ათას ლარამდე გირაო“,- განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,923 ნახვა