უცხოური მედია

ესტონეთის პრეზიდენტმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. შესაბამისად, ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის წყვილებსაც ექნებათ უფლება, კანონიერად იქორწინონ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

„ასეთი რთული გადაწყვეტილებები პარლამენტმა უნდა მიიღოს და პასუხი აგოს მათზე. ჩემი, როგორც პრეზიდენტის ამოცანაა კონსტიტუციის დაცვა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. 

20 ივნისს ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ესტონეთის პარლამენტმა მიიღო.

თავდაპირველად კანონს ულტრანაციონალისტური პარტია EKRE ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

2023 წლის მდგომარეობით, ჰომოსექსუალური ურთიერთობები შეიძლება დაკანონდეს კიდევ 34 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, სლოვენიასა და კუბაში.

ისრაელი ასევე აღიარებს ერთნაირი სქესის პირთა მიერ საზღვარგარეთ გაფორმებულ ქორწინებებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,091 ნახვა