უცხოური მედია

კიევის თავშესაფრებში არსებული მდგომარეობისთვის უკრაინის მთავრობამ ვიტალი კლიჩკოს საყვედური გამოუცხადა

უკრაინის მთავრობამ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს ქალაქის თავშესაფრების შემოწმების შემდეგ საყვედური გამოუცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ კლიჩკოს საყვედური გამოუცხადეს თავშესაფარებში არსებული მდგომარეობის გამო, მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო თავდასხმის დროს, სამმა ადამიანმა თავშესაფარში შესვლა ვერ მოახერხა და დაიღუპა.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიევის სამხედრო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ორი რაიონის ხელმძღვანელი და ორი ოლქის ხელმძვანელის მოვალეობის შემსრულებელი.

როგორც მედია წერს, ჯერჯერობით უცნობია კლიჩკოს თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ივნისის ინციდენტის შემდეგ, როდესაც სამი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებები განხორციელდება და თავშესაფრების შემოწმების ბრძანება გასცა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კიევის 4 655 თავშესაფრიდან მხოლოდ 15 პროცენტი იყო სტანდარტთან შესაბამისობაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,018 ნახვა