უცხოური მედია

Financial Times: ევროპელმა ჩინოსნებმა რუსეთში სამოქალაქო ომს მხარი არ დაუჭირეს, მათ ინტერესებში არ შედის რუსეთში დესტაბილიზაცია

როგორ უნდა მოიქცეს დასავლეთი, თუ რუსეთში დესტაბილიზაცია დაიწყება,-ამის შესახებ G7-ის ქვეყნებმა იმსჯელეს. დიდი შვიდეულის ქვეყნების წარმომადგენლებმა ევგენი პრიგოჟინის „ამბოხის“ შემდეგ შეისწავლეს გაუთვალისწინებელი გარემოებები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში დესტაბილიზაცია დაიწყება, -ამის შესახებ „ფაინენშალ ტაიმსი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, განხილვა ეხებოდა, ძირითადად, მეამბოხე მებრძოლების მიერ ბირთვული იარაღის ხელში ჩაგდებას. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დიპლომატის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს უნდა ჰქონდეს გეგმა, „გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის“,-წერს „ფაინენჩალ ტაიმსი“.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ევროპის ინტერესებში არ შედის რუსეთში დესტაბილიზაცია. მისი თქმით, ევროპელმა ჩინოსნებმა „სამოქალაქო ომს“ მხარი არ დაუჭირეს.

გარდა ამისა, გამოცემა იუწყება, რომ ზოგიერთი დასავლური სახელმწიფო, მათ შორის G7-ის წევრები, გამოვიდნენ იმის წინააღმდეგ, რომ უკრაინამ დრო იხელთოს და შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს, მაგალითად, „თავს დაესხას რუსეთის ტერიტორიას დესტაბილიზაციის გამწვავების მიზნით“.

გაზეთის მონაცემებით, შაბათ-კვირას ამერიკელი მაღალჩინოსნებიც თათბირობდნენ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნების გაკეთება“. აშშ-ს ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ, რომ არ შეინიშნება ცვლილებები რუსეთის ბირთვულ პოლიტიკაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,890 ნახვა