საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი და სეტყვა, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

„29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. 30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიონ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,087 ნახვა