პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „გლობალური ომის პარტია“ და გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის

არ ვიცი რატომ არის კონკრეტული ადამიანების ინტერესში, რომ ხელოვნურად შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკოში. ვინც პრეზიდენტს უკარნახა, რომ კანონზე ვეტო დაედო, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ „გლობალური ომის პარტია“ და გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სახელმწიფო, ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არავის უნდა მივცეთ ცესკოში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,902 ნახვა