საზოგადოება

ქალი, რომელმაც კონტროლიორის ფოტო გამოაქვეყნა, აცხადებს, რომ მოხუცმა ქალმა მოატყუა და მის ემოციებზე ითამაშა

27 ივ­ნისს, სო­ცი­ა­ლური ქსელ­ის მომ­ხმა­რე­ბელ­მა ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კონ­ტრო­ლი­ო­რის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­ავ­რცე­ლა და დაწერა, რომ ამ კონ­ტრო­ლი­ორ­მა 80 წლის მო­ხუ­ცი და­ა­ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ “კა­თარ­ზის­ში” აგ­ვი­ან­დე­ბო­და, ბი­ლე­თის ფული არ ჰქონ­და და მში­ე­რი დარ­ჩე­ბო­და, სამ სა­ა­თამ­დე თუ ვერ მი­ვი­დო­და.

პოსტს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, სოციალურ ქსელში კონ­ტრო­ლი­ო­რი ქა­ლის მი­მართ დიდი აგ­რე­სია წა­მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ინ­ცინ­დენ­ტში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბულ­მა ქალ­მა დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა პოსტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერ­და, რომ ნინი გაჩეჩილაძის პოსტი სიცრუე იყო. ქალი, რო­მე­ლიც თით­ქოს 80 წლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ხუ­ცი იყო, რე­ა­ლუ­რად 72 წლის აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც არ ჰქო­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბა და არც “კა­თარ­ზის­ში” ეჩ­ქა­რე­ბო­და. მი­სი­ვე თქმით, და­ჯა­რი­მე­ბამ­დე ის ერთ-ერთ კონ­ტრო­ლი­ორს ფი­ზი­კუ­რად გაუსწორდა.

დი­ა­ნა კვი­ცი­ან­მა და­წე­რა, რომ გა­და­წყვი­ტა, პოს­ტის ავ­ტორს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს უჩივ­ლოს, რად­გან არა­ვის აქვს ბუ­ლინ­გი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის უფ­ლე­ბა, თან ქალ­მა მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ფოტო გა­და­უ­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­უ­სა­ბუ­თე­ბელ ბრალ­დე­ბას­თან ერ­თად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დი­ა­ნას გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის დროს, ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს პოს­ტი უკვე წაშ­ლი­ლი ჰქონ­და. დღეს გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კი­დევ ერთი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც წერს, რომ ემო­ცი­ებს აჰ­ყვა და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, რომ ისიც მო­ა­ტყუ­ეს. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ასე­ვე ნერ­ვი­უ­ლობს იმ ფაქ­ტზე, რომ დი­ა­ნა მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩი­ვილს აპი­რებს.

ნინი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

“მე­გობ­რე­ბის­თვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ჩემი სტა­ტუ­სის გამო ინერ­ვი­უ­ლა, გა­ნი­ცა­და ისე, რო­გორც მე გან­ვი­ცა­დე ფაქ­ტი – ასა­კო­ვა­ნი ქალი, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ მგზავ­რო­ბის ფული არ ჰქონ­და და მი­დი­ო­და “კა­თარ­ზის­ში”, რად­გან სოც­და­უც­ვე­ლი იყო, კონ­ტრო­ლი­ორ­მა და­ა­ჯა­რი­მა. დიახ, კა­ნო­ნი კა­ნო­ნია და ის, ნე­ბის­მი­ერ­მა, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, უნდა და­ვიც­ვათ. დიახ, მე კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, თუმ­ცა…

იმ დღეს, გა­ჩე­რე­ბა­ზე, ჩემს ად­გილ­ზე ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვით, გა­ა­კე­თებ­დით იმას, რაც მე გა­ვა­კე­თე – მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვთხო­ვე არ და­ე­ჯა­რი­მე­ბი­ნა მო­ხუ­ცი, რო­მელ­საც საჭ­მლის ფული არ ჰქონ­და და რომ ჯა­რი­მის გა­დახ­და გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მე არ და­მი­ნა­ხავს რო­გორ ჰკრა ხელი მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და არც ის ვი­ცო­დი, რომ მგზავრს სა­ერ­თოდ არ გა­უ­ტა­რე­ბია ბა­რა­თი და რომ ზე­პი­რად (ასე ვთქვათ) ამ­ბობ­და, ფული არ მაქ­ვსო.

სამ­წუ­ხა­როდ, მე არ ვი­ცო­დი, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მას შე­ეძ­ლო სი­მარ­თლე არ ეთ­ქვა. ახლა გა­ვი­გე, რომ მან, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ ითა­მა­შა ჩემს (და იქ გარ­შე­მო მყოფ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის) ემო­ცი­ებ­ზე. გა­მო­ხატ­ვით კი ყვე­ლამ სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად გა­მოვ­ხა­ტეთ ჩვე­ნი პო­ზი­ცია.

მე მი­ვე­დი კონ­ტრო­ლი­ორ­თან და ვუ­თხა­რი, რომ ამის შე­სა­ხებ დავ­წერ­დი. მან მი­თხრა – სა­დაც გინ­და და­წე­რეო. ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს აქვს თა­ვი­სი ემო­ცია, ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. მაგ­რამ ვე­რა­ნა­ი­რად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მო­ხუც­მა კონ­ტრო­ლი­ორს ხელი ჰკრა. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ ქმე­დე­ბამ გა­მო­იწ­ვია კონ­ტრო­ლი­ო­რის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სწო­რი­ცაა. მეც გავ­ბრაზ­დე­ბი, ვინ­მემ ხელი რომ მკრას, რომ­ლის შემ­დე­გაც ძნე­ლია მარ­თო ემო­ცია. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მე არ ვი­ცო­დი ხელი რომ ჰკრა მგზავ­რმა კონ­ტრო­ლი­ორს და ასე­ვე, არ ვი­ცო­დი, რომ ქალ­ბა­ტო­ნი სი­ნამ­დვი­ლე­ში ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი არ იყო. ახლა, როცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვა, ის კი არ მა­დარ­დებს ხვალ-ზეგ კონ­ტრო­ლი­ო­რი ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნას რომ აპი­რებს, ძა­ლუ­მად მა­დარ­დებს ერთი რამ – ვის შე­იძ­ლე­ბა ვენ­დოთ? ვის შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვე­სარ­ჩლოთ? ვინ უნდა და­ვიც­ვათ? აი, ეს არის ჩემი წუ­ხი­ლი და ის, რომ ერ­თმა მო­ხუც­მა მგზავ­რო­ბა­ში 20 თეთ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, ეჭ­ვის ქვეშ და­ა­ყე­ნა ჩემი გულ­წრფე­ლი ემო­ცია.

მე­ტიც, და­მა­ფიქ­რა სხვა დროს რა გა­ვა­კე­თო, გა­მო­ვე­სარ­ჩლო ადა­მი­ანს, თუ გულ­გრი­ლად გა­ვი­ა­რო? გულ­გრი­ლო­ბა კი ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და აუ­ტა­ნე­ლია, თუმ­ცა, აი, ცხოვ­რე­ბამ რა მძი­მე მა­გა­ლი­თის მომსწრე გამ­ხა­და – ვი­ღა­ცის ტყუ­ი­ლის გამო ვი­ტი­რე, ვი­ნერ­ვი­უ­ლე, გა­ნერ­ვი­უ­ლეთ და რაც მთა­ვა­რია, რბი­ლად რომ ვთქვა, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვა­ყე­ნე ქალი, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას ას­რუ­ლებ­და და მგზავ­რმა, თა­ვი­სი ტყუ­ი­ლით წარ­მო­ა­ჩი­ნა ცუ­დად. რა­ტომ და რო­დემ­დე? ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა ადა­მი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ? ნუთუ არ შე­იძ­ლე­ბა მგზავ­რო­ბის თან­ხა გა­და­ვი­ხა­დოთ, რო­მე­ლიც პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის ხუთ­ჯერ მცი­რეა, ვიდ­რე არა­პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის!?

დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, როცა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სი­ნათ­ლის სიჩ­ქა­რით ვი­თარ­დე­ბა და არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო – “ფე­ის­ბუ­ქი”, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა (ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში გა­დის), რა­ტომ გახ­და ტყუ­ი­ლი ნორ­მა?დიახ, მო­ხუც­მა ქალ­მა ითა­მა­შა ჩემს ემო­ცი­ებ­ზე, ტყუ­ი­ლი იკად­რა 20 თეთ­რის­თვის და მე ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, მაქ­ცია ია­რა­ღად! რა­ტომ? რა­ტომ? 20 თეთ­რი კი არა, ბევ­რი მი­ლი­ო­ნიც კი ღირს ამად?ჰოდა, ახლა, რა გა­ვა­კე­თო მე, ჩემ­ნა­ირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც სის­ხლში გვაქვს სხვე­ბის დახ­მა­რე­ბა? ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს მომ­ხდა­რი, ძა­ლი­ან. მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემი გულ­წრფე­ლი ემო­ცია და­ი­ნა­ხეთ ამ და იმ სტა­ტუს­ში, რო­მე­ლიც სი­მარ­თლის გარ­კვე­ვის­თა­ნა­ვე წავ­შა­ლე!”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,876 ნახვა