Uncategorized

ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური, დელეგაციასთან ერთად, უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი დელეგაციასთან ერთად უნგრეთის ეროვნულ პოლიციას ესტუმრა და დეტალური ინფორმაცია მიიღო საპოლიციო დანაყოფების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ვახტანგ გომელაურმა ასევე მოინახულა უნგრეთის ეროვნული პოლიციის სპეციალურ დავალებათა დანაყოფი, რომელიც სპეციალური ოპერაციების განხორციელებისას ადგილობრივი პოლიციის დახმარებას უზრუნველყოფს.

ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური, დელეგაციის წევრებთან ერთად ასევე ეწვია უნგრეთის კონტრ-ტერორისტულ ცენტრს და დეტალურად გაეცნო ინფორმაციას ცენტრის საქმიანობის შესახებ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ გომელაური უნგრელ კოლეგას – შანდორ პინტერს უკვე შეხვდა, რა დროსაც მხარეებმა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართული დელეგაციის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს შანდორ პინტერმა უმასპინძლა. შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდება.

+16

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,876 ნახვა