უცხოური მედია

რუსული მედია:  თავდაცვის სამინისტროში არსებული წყაროების ინფორმაციით, გენერალი სუროვიკინი დაკავებულია 

უკრაინაში რუსული არმიის მხედართმთავრის მოადგილე სერგეი სუროვიკინი დაკავებულია. ინფორმაცია The Moscow Times-ს თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა წყაროებმა მიაწოდა. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ოფიციალური უწყება ამაზე კომენტარს არ აკეთებს.

„პრიგოჟინის კონტექსტში, როგორ ჩანს, სუროვიკინმა ამბოხის დროს პრიგოჟინის მხარე დაიკავა“,-აცხადებს გამოცემის ინფორმატორი.

სუროვიკინის დაკავების შესახებ გავრცელებულ ხმებზე მანამდე, კომენტარი გააკეთა ბლოგერმა ვლადიმერ რომანოვმა. მისი ინფორმაციით, გენერალი ჯერ კიდევ 25 ივნისს დააკავეს.

გამოცემა წერს, რომ უცნობია, ემხრობოდა თუ არა სუროვიკინი ამბოხს, თუმცა უარი თქვა სატელევიზიო მიმართვაზე, სადაც უნდა  წაეკითხა ტექსტი დესტაბილიზაციის განსამუხტად. თან ზედმეტად ეურჩებოდა ხელმძღვანელობას. 

გენერალმა „არმაგედონმა“, რომელიც რუსულ არმიაში ფლობს უმაღლეს სამხედრო წოდებას, სახელი გაითქვა ენერგოობიექტებზე სარაკეტო თავდასხმებით უკრაინაში. სუროვიკინი ამბოხის ჩაწყნარებისთანავე გაქრა ,-წერს The Guardian. ის „სამი დღეა, არ გამოდის კონტაქტზე თავის ოჯახთანაც კი“,-წერს „Эхo Москвы“,-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი ვენედიქტოვი. მისივე თქმით, ზარებს არ პასუხობენ დაცვის წევრებიც.

სუროვიკინმა იცოდა პრიგოჟინის მიერ რუსეთის არმიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაგეგმილი ამბოხის შესახებ,- წერდა The New York Times აშშ-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. მათივე ინფორმაციით, ახლა ადგენენ, ეხმარებოდა თუ არა გენერალი „არმაგედონი“ პრიგოჟინს მოსკოვისკენ მსვლელობაში, რაც პუტინის 23-წლისნი მმართველობის პერიოდში, მისი რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული საშიშროება აღმოჩნდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,881 ნახვა