ეკონომიკა

საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო

რუმინეთის ქალაქ კონსტანცადან ფოთის მიმართულებით, 27 ივნისს, E60 Shipping Line-ის მიერ
განხორციელებული პირველი რეისი დაიწყო.

ბორანი ფოთის ნავსადგურში უკვე დღეს, 20:00 საათზე შემოვა, რაც პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა იქნება რუმინეთსა და საქართველოს შორის. ფოთიდან კონსტანცაში კი, აღნიშნული
ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს.

გადამზიდავებისთვის და ზოგადად, სატრანსპორტო სექტორისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ასევე, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით.

კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას
მხოლოდ 6 საათი დაჭირდა. გზა რუმინეთიდან საქართველომდე კი, მხოლოდ 42 საათს
მოიცავს. ამ დროის მანძილზეც მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ
კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტონით, ბარით,
გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.


190- მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60
Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის –
E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითიც აღნიშნული მარშრუტი ბოლომდე
იკვრება, რასაც მისი არსებობის დღიდან პრეცედენტი არ ჰქონია.

ფოთი – კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების
ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის
მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.


E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი
კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ
ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები – Inex Group,
საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფრომაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს
www.e60shipping.com

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,928 ნახვა