პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ – ეს არის ომის პარტია, რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა, ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მათ [ნაცმოძრაობამ] ყველაზე კარგად იციან, რომ მტრობენ ქვეყანას. ამას აკეთებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღიზიანდება, როდესაც მათ საკუთარ სახელს არქმევენ. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია, რომელსაც ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი უნდა. ეს არის რეალობა და ამაზე მოუწია კიდევ ერთხელ პრემიერს აქცენტის გაკეთება. ამაზე ღიზიანდებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში მტრობენ ჩვენს ქვეყანას. ამას აკეთებდნენ ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში და ამას აკეთებენ ახლა, როდესაც არიან 11 წლის განმავლობაში ოპოზიციაში. მათ აღიზიანებთ, როდესაც ერქმევათ ის სახელი, რომელიც სინამდვილეში უნდა ერქვათ. ეს არის ომის პარტია, ეს არის რეგრესის პარტია, ეს არის პარტია, რომელიც დაკავშირებულია ყველანაირ მტრობასთან ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,890 ნახვა