პოლიტიკა

გიორგი დარბიაშვილი „მთავარ არხს“ – სიძულვილის და ტყუილის გამავრცელებლებო, სხვისი ფოტო რომ დამადეთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს მე ვჩხუბობდი, ამ ბოდვის და ჩემი შეურაცხყოფის გამო კანონის მთელი სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს

კასპის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დარბიაშვილი, ტელეკომპანია „მთავარ არხს“ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც გიორგი დარბიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ტელეკომპანიამ მის სახელს და გვარს სხვა პიროვნების ფოტო დაადო, რითაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, თითქოს დარბიაშვილი კასპში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

„თქვე ფეიკმეიკერებო და სიძულვილის და ტყუილის გამავრცელებლებო, მე ვარ გიორგი დარბიაშვილი, ნამდვილად ვმუშაობ იმ თანამდებობაზე, რომელიც ამ ცრუ ბანერზე წერია, მაგრამ სხვისი ფოტო რომ დამადეთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს მე ვჩხუბობდი ან რამე მსგავსი, ამ ბოდვის და ჩემი შეურაცხყოფის გამო კანონის მთელი სიმკაცრით გაგებინებთ პასუხს!!!

P.S. სხვის ფოტოს რომ ავრცელებდით, მიგემსგავსებინათ მაინც ჩემს გარეგნობასთან, თქვე ტყუილის მოციქულებო“ – წერს დარბიაშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,881 ნახვა