პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ანა ნაცვლიშვილს: არ მოგწონთ პრემიერის პოზიცია და თავდასხმის ობიექტად მისი შვილი შეარჩიეთ; დასმული კითხვის შინაარსით ბრძოლა ბრძოლამდე წააგეთ

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ლელოს“ წევრ დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის გამოსვლა ეხმიანება.

„დღეს პრემიერ მინისტრის მოხსენებისას ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერს შვილზე მიუთითა, კერძოდ კი, შემდეგი კითხვით მიმართა:-“თქვენი შვილი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს – პენსილვანიის უნივერსიტეტი ლგბტ საკითხების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრულია – ხომ არ გეშინიათ, რომ იქ თქვენს შვილს გადაიბირებენ, ან ზომბირებას მოახდენენ, არ გიფიქრიათ?”

ამ კითხვის შინაარსით მიზანი ერთი იყო, პრემიერი რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურის, იდენტობის პატივისმცემელი და დამცველია (რაც ხაზგასმით მისი სამართლებრივი უფლებაა) “ბნელი” გამოეყვანათ, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ.

ქალბატონო ანა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაში იკითხებოდა ლგბტ თემისადმი თქვენი მხარდამჭერი პოზიცია და პრემიერისადმი ცინიკური ტონიც.

ფაქტია, თქვენ არ მოგწონთ პრემიერის პოზიცია და თავდასხმის ობიექტად მისი შვილი შეარჩიეთ.

გასაგებია, რომ თქვენს ბრძოლაში ყველაფერი მოსულა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ცივილიზებულ სამყაროს მაინც თავისი წესები აქვს! და ამ წესებით მე თქვენთან, როგორც იურისტთან და ლგბტ თემის უფლებების ესოდენ დამცველთან რამოდენიმე კითხვა მაქვს:

🟥არ ფიქრობთ, რომ ინდივიდებისთვის უფლებების გაზრდა რათა მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ დისციპლინირებული საზოგადოების ხარჯზე ხდება?!

🟥არ ფიქრობთ, რომ კაცობრიობის მახასიათებელი უცვლელია და ადამიანს ესაჭიროება კარგის და ცუდის გარკვეული მორალური კრიტერიუმები?!

🟥არ ფიქრობთ რომ ლგბტ თემის საკუთარ ინტერესებზე მორგებული თავდაჯერებულობა ღირებულებათა სისტემის შეცვლას ძალით გვაიძულებს?!

🟥არ ფიქრობთ, რომ ოჯახი ზნეობრივ ურთიერთობებზე აგებული ბედნიერების საყრდენია?!

დაე ყოველ ამ კითხვაზე პასუხით გადაწყდეს ჩვენ ორს შორის ადამიანების და მათი უფლებების სიყვარული.

მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ იურისტი, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გიპასუხებთ, რომ დღეს ზღვარგადასული ლიბერალიზმი იარაღია ყველა იმ ფასეულობის წინააღმდეგ, რაც ცივილურმა საზოგადოებამ აღიარა და მიიღო.

დიახ, მე ვთვლი, რომ ზღვარგადასული ლიბერალიზმი ჩვენზე თავისუფლების სახელით მომართული იარაღია, რომლის სამიზნე ისტორიული, ტრადიციული ღირებულებები და ჩვენი სარწმუნოებაა.

ამ ბრძოლაში მკაფიოა, რომ პირველადი დარტყმის ობიექტი დედა ეკლესია და ახალი თაობაა ჯერ კიდევ შეურყვნელი ფსიქიკით.

არ იფიქროთ, რომ მე არ ვიზიარებ ყველა სამართლებრივ დოკუმენტს ამ თემის ირგვლივ პირიქით, ვიზიარებ და მაინც თამამად გეუბნებით, რომ არცერთი არ გვკარნახობს გარყვნილების პროპაგანდის უპირობოდ მიღებას (თუ ასეთი არის სადმე მიმითითეთ).

არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი არ მიკრძალავს არც მე და არც ჩემსავით მოაზროვნეთ, რომ გარყვნილების პროპაგანდაზე გვქონდეს თანმდევი (ხმის ამოღების) და გარყვნილების არ მიღების უფლება.

დიახ, საზოგადოების დიდი ნაწილი არ იღებს შემოთავაზებულ გარყვნილების პროპაგანდას,

დიახ, საზოგადოების უმრავლესობისათვის ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და დიახ ოჯახი არის ზნეობრივ ურთიერთობებზე აგებული ბედნიერების საყრდენი.

ასე ფიქრობს საზოგადოების უმეტესობა და მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ამიტომ სანამ ირონიული ტონით საჯაროდ კითხვის დასმას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, იქნებ საზოგადოებასთან არასწორ ბრძოლაში შედიხართ და დასმული კითხვის შინაარსით ბრძოლა ბრძოლამდე წააგეთ.“,-წერს თამთა მეგრელიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,902 ნახვა