პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა არმაზ ახვლედიანს: ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის არ მჯერა, ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ,

ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის არ მჯერა, ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ  ოპოზიციონერ დეპუტატ არმაზ ახვლედიანს, რომელმაც პრემიერ-მინისტრს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „რატომ ვერ ახერხებთ, რომ პირადად თქვენ – მეორე ჯერზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ყველასთვის შემწყნარებლობის და მიმტევებლობის მაგალითი გახდეთ – არ შეიძლება, ყოველთვის მტერს ხედავდე და თუ ხედავ მტერს, სცადე, რომ მოყვარედ აქციო”.

ირაკლი ზარქუამ მოუწოდა არმაზ ახვლედიანს, მოისმინოს მისი კოლეგების აგრესიული გამოსვლები პარლამენტში და შემდეგ შეაფასოს უმრავლესობის წევრების პასუხები.

„ბატონო არმაზ, იქნებ ბოლომდე დარჩეთ და მოუსმინოთ კოლეგებს, როგორი გამოსვლები ექნებათ, რა აგრესია და შესაბამისად, იქნება შემდეგ პასუხიც უმრავლესობიდან. ცალმხრივი სიყვარულის და პატივისცემის მე არ მჯერა. ჩვენ ეს ვცადეთ ბევრჯერ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. დეპოლარიზაცია გვინდოდა და ნულ პროცენტიანი ბარიერი გავაკეთეთ, მაგრამ უარესი მივიღეთ და ამიტომ გეუბნებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ახლა გთხოვთ, არ დატოვოთ დარბაზი და მოუსმინეთ თქვენს კოლეგებს ოპოზიციიდან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,918 ნახვა