პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე – ტრადიციულად, ამ ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, არაფერი

გუშინ 12 საათს გაგრძელდა პრემიერის წლიური ანგარიში და საბოლოო ჯამში ოპოზიცია ვერ შევიდა ბოლომდე დისკუსიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერის ანგარიშის დროს ოპოზიციის მხრიდან არცერთი კითხვა არ დასმულა იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

„ირაკლი კობახიძემ შეაჯამა კითხვების სფეროები, რა იყო და როგორც. როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოდის პარლამენტში, რომელიც პასუხისმგებელია ყველა სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კითხვა არ დაისვა ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელსაც შემდეგ პოპულისტურად წამოაყენებენ ხოლმე ამა თუ იმ მომენტში. კვლავ იყო პოპულისტური საკითხები, დაწყებული სააკაშვილით და გაგრძელებული ამ თემებით, რომლითაც არ ასვენებენ ქვეყანას, ორი-სამი თემა, რომლის ტყვეობაშიც ჰყავთ აყვანილი საზოგადოების პოლიტიკური დისკუსია. ამის საპირისპიროდ, პრემიერის ანგარიშში იყო საუბარი რა გაკეთდა, რა კეთდება, რა გამოწვევებია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარტყმა იყო ბოლო წლებში, პანდემია თუ რუსეთის აგრესია, შეძლო მთავრობამ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალი მაჩვენებლით არის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება მაღალი მაჩვენებლით არის. ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს, იქნება ეს ხელისუფლების გამჭვირვალობა, თუ ანტიკორუფციული ღონისძიებები. ტრადიციულად, ამ ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, არაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,039 ნახვა