პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე კელი დეგნანის განცხადებაზე – თუ ევროპა უშვებს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში, რა მნიშვნელობა აქვს რომელი აეროპორტის გავლით შევლენ, დუბაის, თბილისის თუ სტამბოლის?

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, პირდაპირი ფრენები რუსებს შესაძლებლობას აძლევს, გავიდნენ ევროპაში, რაც შემაშფოთებელია.

”ჯერ ერთი, თუ ევროპაში შესვლა უნდათ რუსეთის მოქალაქეებს, სხვა რეისების მეშვეობით უფრო მოკლე გზით შევლენ, მაგალითად სტამბოლის გავლით, საიდანაც თითქმის ყველა ევროპულ ქალაქშია ფრენა. მეორე, ევროპა თუ უშვებს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში, რა მნიშვნელობა აქვს რომელი აეროპორტის გავლით შევლენ, დუბაის, თბილისის თუ სტამბოლის? ნუ შეუშვებთ და მოიხსნება პრობლემა. რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა ქნან? მესამე. ათასჯერ აიხსნა, რომ რუსეთმა საკუთარი შეზღუდვა მოხსნა. თუ ამ ქმედების შემდეგ საქართველო შეზღუდავდა რუსეთთან ფრენებს, ეს ჩაითვლებოდა ჩვენი მხრიდან სანქციის დაწესებად. ხან ამბობთ არ ვითხოვთ სანქციასო, ხან შეშფოთებას გამოთქვამთ ფრენებზე სანქცია რატომ არ დაუწესეთო“, – წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,900 ნახვა