Uncategorized

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა დისტანციურად ააფეთქოს

უკრაინისთვის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გადაცემის შემდეგ რუსეთმა შესაძლოა ის დისტანციურად ააფეთქოს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სადგურის აფეთქებას მოსკოვში ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რასაც საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო სერიოზულად უნდა მიუდგეს და სადგური დეტალურად შეამოწმოს.

„აფეთქებისთვის ისინი ფორმას და მომენტს ეძებენ. ვიცით, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ, რომ სადგურის უკრაინისთვის გადმოცემის შემდეგ ის დისტანციურად ააფეთქონ. რუსეთი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ამ გეგმის შესახებ ვიცით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,923 ნახვა