საზოგადოება

სასჯელი უნდა მოიხადოს და დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს – სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

„სასჯელი უნდა მოიხადოს, დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილი შეწყალების საკითხზე საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი.

„მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკვე ვთქვი არაერთხელ ჩემი პოზიცია, რომელიც განპირობებული არის. რაც არ არის გვარამიას კაზუსი. განპირობებული არის იმის გამო, რომ ამ საკითხზე ნამდვილად არის ორად გაყოფილი საზოგადოება. ნამდვილად არის ის ნაწილი საზოგადოების, რომელმაც განიცადა ის 9 წელი სხვადასხვა ფორმით და კუთხით და რომლის მიმართ, მე არ მგონია, რომ შემიძლია მათ მაგივრად შევიწყალო ის, რაც მოხდა იმ 9 წლის მანძილზე, თუნდაც პენიტენციურ სისტემაში, რაც ნამდვილად არ არის გვარამიას საკითხთან დაკავშირებული ამ შემთხვევაში და ამ ბრალდებებში. მიმაჩნია, რომ როგორც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მას უნდა ჰქონდეს ის პირობები, რაც არის სხვა ქვეყნებში მიჩნეული, როგორც ნორმალური პირობები, თუნდაც ელექტრონული სამაჯური. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი უნდა მოიხადოს და სწორედ დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს ამ შემთხვევაში“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,928 ნახვა