უცხოური მედია

ოლაფ შოლცი: მჯერა, მაკრონი შეძლებს სიტუაციის მართვას

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ის საფრანგეთში არეულობას “შეშფოთებით” ადევნებს თვალს.­

როგორ შოლცი ამბობს, მას სჯერა, რომ მაკრონი შეძლებს სიტუაციის მართვას.

„არ ველოდები, რომ საფრანგეთი არასტაბილური გახდება, თუნდაც იმ სურათიდან, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია“, – განაცხადა მან.

როგორც მედია წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს სახელმწიფო ვიზიტით გერმანიაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით არეულობის გამო მისი გადადება მოუწია.

ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით 719 ადამიანი დააკავეს.საფრანგეთში დემონსტრაციები პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო სამშაბათს დაიწყო. მიტინგების მანძილზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები არაერთხელ მოხდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,994 ნახვა