პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე- დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

„კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროკომისიის მიერ. მისივე თქმით, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

„რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის, ეს ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ, პირველ რიგში, პარლამენტის ჩართულობით, შეასრულა თორმეტივე პრიორიტეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე თვე, ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს. ამ სამ სფეროში, კანონმდებლობასთან დაკავშირებით მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ამაზეც ბუნებრივია არავითარი დაბრკოლება არ იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო საზოგადოებისთვის და მედიისთვის, რომ ამ ყველაფრიდან ჩანს შემდეგი, ხშირად ციფრებით ადვილად ხდება ხოლმე მანიპულირება, რეალურად შინაარს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ.

შესაბამისად, ჩვენ შარშანაც მზად ვიყავით იმისთვის, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ამ შემთხვევაში, საერთოდ არავითარი საბაბიც კი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, დეკემბერში მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს წინასწარ არასდროს იცი როგორი იქნება მისი შინაარსი, მაგრამ თუ საუბარია ფაქტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ეკუთვნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,887 ნახვა