პოლიტიკა

მედია: ბოლო ერთ კვირაში საფრანგეთში, პოლიციამ 3 500 ადამიანი დააკავა

A protester reacts in front of a burning construction trailer during a demonstration as part of the 14th day of nationwide protests against French government's pension reform law, in Paris, France, June 6, 2023. REUTERS/Stephanie Lecocq

 საფრანგეთში აქციების დროს, ღამე პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 72 ადამიანი დააკავა, მათ შორის 24 პარიზსა და მის შემოგარენში, დაზიანდა 24 შენობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიწვა 159 მანქანა, ხოლო 202 ხანძარი დაფიქსირდა ნაგვის ურნებსა და სხვა ადგილებში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოთხ ოფისს დაესხნენ თავს, თუმცა შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

პოლიციის მობილიზაცია შენარჩუნულებული იყო იმავე დონეზე, როგორც წინა ორ ღამეს. მთელ საფრანგეთში 45 000 პოლიციელი იყო მობილიზებული.

შემთხვევასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაკრონი იმედოვნებს, რომ „დაიწყებს მტკივნეულ, გრძელვადიან სამუშაოს, რომელიც საჭიროა იმ ღრმა მიზეზების გასაგებად, რამაც გამოიწვია ეს მოვლენები“.

საფრანგეთში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე არეულობის დროს პოლიციამ დააკავა, სულ მცირე, 3 500 ადამიანი, ხოლო დაიწვა 600-მდე მანქანა.

საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,890 ნახვა