პოლიტიკა

რობ ბაუერი: კიევი ვერ მიიღებს F-16-ს კონტრშეტევის დასრულებამდე

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა რობ ბაუერმა რადიოსადგურ LBC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კიევი ვერ მიიღებს გამანადგურებელ F-16-ს, სანამ კონტრშეტევას არ დაასრულებს. მანვე აღნიშნა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს პერსპექტივაში იქნება მიღებული, ფრონტის წინა ხაზზე არსებული სიტუაციის მიხედვით.

ბაუერმა დააზუსტა, რომ უკრაინელი პილოტების მომზადება, ტექნიკური სპეციალისტების სწავლება, ლოგისტიკური ორგანიზაციების უზრუნველყოფა შეუძლებელია კონტრშეტევის დასრულებამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრეინელებს ძალიან უჭირთ წინ წაწევა თავდაცვის სამი ხაზის, დანაღმული ველების და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების პრობლემების არსებობის გამო.

 უკრაინული მხარის ინფორმაციით, F-16-ს 2023 წლისთვის ელოდებიან, მაგრამ გამოცემა Politico-ს ცნობით, ეს შეიძლება 2024 წლამდე გადაიდოს. 

ივნისის შუა რიცხვებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა F-16-ებს მიიღებს და აღმოჩნდება, რომ ამ თვითმფრინავების ბაზირება უკრაინის საზღვრებს გარეთ იქნება, რუსი სამხედროები მათ განადგურებას განიხილავენ. 

მანამდე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კულებამ თქვა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა აპირებს უკრაინელი პილოტების მომზადებას F-16-ის სამართავად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,889 ნახვა