უცხოური მედია

შავ ზღვაში დელფინები შეიძლება გაქრეს – რუმინული მედია

რუმინეთში მეცნიერებმა შავ ზღვაში დელფინების შესაძლო გაქრობასთან დაკავშირებით განგაში ატეხეს. მკვლევარები ამ პროცესს რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირებენ. ინფორმაციას fanatik.ro ავრცელებს.

რუმინელი მეცნიერების ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისიდან დელფინების დიდმა რაოდენობამ დუნაის შესართავთან მიგრირება დაიწყო. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შავ ზღვაში დელფინების შეიძლება საერთოდ გაქრეს.

ომის დაწყებამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, შავ ზღვაში 253 000 დელფინი ბინადრობდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში აგრესიის დაწყების შემდეგ მათი რაოდენობა 5000-მდე შემცირდა.

დუნაის შესართავთან დელფინების მიგრირება მათ მიერ საკვების მოძიებასთან არის დაკავშირებული. რომლებიც საკვებს ვერ პოულობენ, იღუპებიან.

„ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. დუნაისთან მათი მიგრირება საკვების ძებნასთან არის დაკავშირებული, “ – ამბობს კონსტანცას ინსტიტუტის საზღვაო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-სპეციალისტი ადრიან ფილიმონი. ამასთანავე, საუბარი არ არის მარტო დელფინებზე, არამედ ზღვის სხვა ცხოველებზე.

„დუნაიში ადრე არ შემჩნეულა ისეთი თევზი, როგორიცაა, მაგალითად სკუმბრია. ახლა კი მისი დაჭერა დუნაის შესართავთან არის შესაძლებელი. შეიძლება ეს გლობალურ დათბობაზეც იყოს დამოკიდებული, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომიც ერთ-ერთი მიზეზია“, ამბობს ექსპერტი ედუარდ აქსენტე.

რუმინეთის სანაპიროზე სულ უფრო ხშირად დაღუპულ დელფინებს პოულობენ. ბოლო კვირებში 45 მკვდარი დელფინი აღმოაჩინეს.

ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კოსტინ ტიმოფტე ამბობს, რომ დელფინების დიდი რაოდენობა ბრაკონიერობის გამო იღუპება. მათ სხეულებზე მებადურეების ბადეები აღმოჩენილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,872 ნახვა