უცხოური მედია

„პოლიტიკო“ – კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „ფილიპ მორისმა“ და „დანონმა“ რუსეთის ბიუჯეტს, გადასახადების სახით, ასეულობით მილიონი დოლარი გადაუხადეს

კიევის ეკონომიკის სკოლის კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „ფილიპ მორისმა“ და „დანონემ“ რუსეთის ბიუჯეტს, გადასახადების სახით, ასეულობით მილიონი დოლარი გადაუხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, თამბაქოსა და კვების ინდუსტრიის ამერიკულმა და ევროპულმა გლობალურმა კორპორაციებმა 2022 წელს 214 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს მხოლოდ მათი რუსული ბიზნესის მეშვეობით და რუსეთის ბიუჯეტს, საერთო ჯამში, 3.5 მილიარდი დოლარი გადაუხადეს.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლის უმეტესი ნაწილი აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებზე მოდიოდა, ევროკავშირის კომპანიებმა 2022 წელს მაინც გამოიმუშავეს დაახლოებით 75.2 მილიარდი დოლარი და რუსეთის მთავრობის გადასახადებში თითქმის 600 მილიონი დოლარი გადაიხადეს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ „პეპსიმ“ დაახლოებით 4.6 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,689,631 ნახვა
%d bloggers like this: