პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიცია აყოლილია „გირჩს“ – „გირჩი“ ცდილობს „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას ხელი შეუშალოს, მაგრამ არ ვიცი, დანარჩენ ოპოზიციას რა მიზეზი აქვს

ბოლო დღეები ოპოზიცია აყოლილია „გირჩს“ და ყველანაირად ეხმარება ხელი შეუშალონ „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც რიგგარეშე სხდომის გასახსნელად კვორუმის არქონას გამოეხმაურა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ დღევანდელი ქმედებით აღიარა, რომ რეგისტრაციის არ გავლის მექანიზმი, ლეგიტიმურია და რეგლამენტიდან გამომდინარეობს.

„ვნახეთ, რომ ბოლო დღეები ოპოზიცია აყოლილია „გირჩს“ და ყველანაირად ეხმარება ხელი შეუშალონ „თავდაცვის კოდექსის“ მიღებას. ეს კოდექსი არ არის მხოლოდ პროექტი, რომელიც შემუშავებულია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მიერ, ეს არის პროექტი, რომელიც ასევე, შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან და არის ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც სჭირდება ჩვენს ჯარსა და ჯარისკაცებს. ვხედავთ „გირჩის“ დამოკიდებულებას ქართული ჯარის მიმართ. ახალი არაა, ისინი ცდილობენ ამ კანონს ხელი შეუშალონ. არ ვიცი დანარჩენ ოპოზიციას რა მიზეზი აქვს, მაგრამ ამით, როგორც ჩანს, ცოტათი ერთობიან და აყოლილები არიან „გირჩს“, რომ ამ პროცედურულ ხრიკებში დაეხმარონ, თუმცა ეს არის მათი უფლება, არ გაიარონ რეგისტრაცია. უმრავლესობის ნაწილში არ იყო იმდენი დეპუტატი, რომელიც საკმარისი იქნებოდა სხდომის გასახსნელად, ვინაიდან ვიზიტებში არის რამდენიმე დეპუტატი. როდესაც უმრავლესობას ეყოლება საკმარისი, 76 დეპუტატი, სხდომა გაიხსნება. როდესაც უმრავლესობამ ამ საშუალებებს მიმართა, ოპოზიცია ამბობდა, რომ ეს არის რეგლამენტის დარღვევა და ანტიკონსტიტუციური. ზუსტად იგივე გააკეთა დღეს ოპოზიციამ, იყო დარბაზში და არ გაიარა რეგისტრაცია. ამით მათ აღიარეს, რომ არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი, რომელიც რეგლამენტიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,755,905 ნახვა