პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმის მწვერვალია, როცა პრეზიდენტ  ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცინიზმის მწვერვალია, როდესაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის დეპოლარიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„როგორც გუშინ შევიტყვე, ის (ნიკა გვარამია) არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მასთან შევიდა. ამიტომ, აღარ გვინდა ამაზე საუბარი. სიყალბის თეატრი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით დაიდგა, ეს კიდევ სხვა არის. უბრალოდ, ერთი რამ მინდა ვთქვა, არანაირი კავშირი არ აქვს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დეპოლარიზაციასთან. ამიტომაც არის ჩემი აზრით ის, რომ მას არც ერთხელ თავად არ უხსენებია ეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასზე ზეწოლას ახდენდა, რომ შეეწყალებინა. ზუსტად ამას გაუსვა ხაზი შეწყალების შემდეგ, რომ ეს იყო დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. აღმოჩნდა, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ეს არის ცინიზმის მწვერვალი, როდესაც ამ შეწყალებას ამართლებენ, თითქოს ეს არის ნაბიჯი დეპოლარიზაციისთვის. თუკი ვინმემ წვლილი შეიტანა ქართული პოლიტიკური ელიტის პოლარიზაციაში, ერთ-ერთი გახლდათ სწორედ ის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,923 ნახვა