პოლიტიკა

გია აბაშიძე: სააკაშვილის მთავრობის ყოფილ წევრთა უტიფრობა, იქნება ეს ალექსანდრე ლომაია თუ სხვა უსამშობლო ნაცსექტანტი, უკიდეგანოა

თუ როგორ “იხეირა” და “ამოისუნთქა” საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ თანაოკუპანტი ნაცრეჟიმის დროს, ისტორიის სამარცხვინო ფურცელია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე განათლების ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ლომაიას განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომის გამო, რუსეთში დასავლური ფირმების მუშაობის შეწყვეტით, საქართველო იხეირებდა, “არა-რუსული მთავრობა რომ ჰყოლოდა.”

აბაშიძის თქმით, სწორედ წინა ხელისუფლების დროს, რომლის წარმომადგენელი ლომაიაც იყო, რუსეთმა ის მაქსიმუმი მიიღო საქართველოსგან, რაც სურდა.

“თუ როგორ “იხეირა” და “ამოისუნთქა” საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ თანაოკუპანტი ნაცრეჟიმის დროს, ისტორიის სამარცხვინო ფურცელია. სააკაშვილის მთავრობის ყოფილ წევრთა უტიფრობა, იქნება ეს ალექსანდრე ლომაია თუ სხვა უსამშობლო ნაცსექტანტი, უკიდეგანოა. ამ მოღალატე სუბიექტების სამარცხვინო დამსახურებით, აგრესორმა კრემლმა მიიღო ის მაქსიმუმი, რაც უნდოდა ჩვენი ქვეყნისგან. სამწუხაროდ, ახლა გვიწევს ძალიან გრძელ, შედეგზე ორიენტირებულ დანაღმულ ბილიკზე სიარული ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისთვის და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ნაცმანქურთების ობსტრუქციის მიუხედავად.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,928 ნახვა