პოლიტიკა

ზელენსკი: მინდოდა, კონტრშეტევა ადრე დაწყებულიყო. მტერს დროს ვაძლევთ, რომ ნაღმები განათავსოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონტრშეტევის დაწყება უფრო ადრე სურდა და პარტნიორებს იარაღის მიწოდების დაჩქარებას სთხოვდა.

“მინდოდა ჩვენი კონტრშეტევა გაცილებით ადრე დაწყებულიყო, რადგან ყველას ესმოდა, რომ თუ კონტრშეტევა დაგვიანდება, ჩვენი ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილი იქნება დანაღმული. მტერს დროს და შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ნაღმები განათავსოს და თავდაცვითი ხაზები მოამზადოს”. – თქვა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ ბრძოლის ველზე არსებულმა სირთულეებმა უკრაინულ ძალებს აიძულა შეენელებინა კონტრშეტევა, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ისახავს მიზნად.

CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკული წარმოების F-16 მოიერიშე თვითმფრინავებისა და უფრო დიდი რადიუსის მქონე რაკეტების მიწოდებისკენ.

“ეს ცაში რუსებზე უკრაინელების უპირატესობაზეც კი არ არის, ეს მხოლოდ თანასწორად ყოფნაზეა. F-16-ები მხოლოდ ბრძოლის ველზე მყოფებს არ ეხმარება წინსვლაში. უბრალოდ ძალიან რთულია ციდან მხარდაჭერის გარეშე”. – აღნიშნა ზელენსკიმ.

გასულ კვირაში ზელენსკიმ თქვა, რომ კონტრშეტევა “სასურველზე ნელა” მიმდინარეობს, მაგრამ დასძინა, რომ წინსვლა “ყველა მიმართულებით” აქვთ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,757,928 ნახვა